თავის ტვინში სისხლდენის მიზეზი (სხვანაირად თავის ტვინის ჰემორაგია) შეიძლება იყოს ტრავმა, სიმსივნური წარმონაქმნი, მაღალი წნევა, ინსულტი.
სისხლდენა გამოიწვევს თავის ტვინის უჯრედების ჟანგბადით მომარაგების დარღვევას, ასევე ქმნის დამატებით წნევაც, რაც კიდევ უფრო აზიანებს ქსოვილებს და იწვევს მათ სიკვდილს.
არჩევენ შემდეგი სახის ჰემატომებს: ეპიდურული, სუბდურული, ინტრაცერებრული, ინტრავენტრიკულური.
ეპიდურული ჰემატომა ქალასშიდა სისხლჩაქცევების საერთო რიცხვის 20%-ს შეადგენს, ის ყალიბდება ძვალსა და თავის ტვინის მაგარ გარსს შორის. ეპიდურული ჰემატომისას სისხლდენის წყარო შუა მენინგეალური არტერიის დაზიანებაა.
სუბდურული ჰემატომა - ვითარდება მაგარ გარსსა და ტვინის ზედაპირს შორის. ის სისხლჩაქცევათა 40%-ს შეადგენს. სუბდურული ჰემატომა ყალიბდება თავის ტვინის ვენების დაზიანებისას, ახასიათებს სიკვდილობის მაღალი სიხშირე.
ინტრაცერებრული ჰემატომა -არის სისხლის ან სისხლის კოლტების ჩაქცევა ტვინის ქსოვილში.
ინტრავენტრიკულური ჰემატომა- ამ დროს სისხლჩაქცევა ვითარდება საკუთრივ ტვინის ქსოვლიში.
თავის ტვინში სისხლდენას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
1. უცებ აღმოცენებული მწვავე თავის ტკივილი
2. სისუსტე
3. ხმაური ყურებში
4. ზემო და ქვემო კიდურების დაბუჟება
5. გულის რევა
6. მხედველობის ცვლილებები
7. წონასწორობის დაცვის დარღვევები
8. ადამიანს უჭირს საუბარი
9. ახასიათებს კრუნჩხვები
10. ხშირია გონების კარგვაც, რომელიც 10-20 წუთი გრძელდება