Covid19-ს სეზონურობა არ ახასიათებს?

Tbilisi Daily

"დადასტურდა, რომ ვირუსს სეზონურობა ნამდვილად არ ახასიათებს", - ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. „ჩვენ შეიძლება უგულებელვყოთ მეცნიერების აზრი, რომლებსაც ჰიპოთეზის ფარგლებში ჰყავდათ მოყვანილი, რომ ვირუსი სეზონური და თერმოსტაბილურია. ეს მითი აღმოჩნდა. სეზონურობა არ წარმოადგენს ამ ვირუსის ბიოლოგიურ განმსაზღვრელ ნიშანს და აქედან გამომდინარე, ეს ვირუსი მიძინების რეჟიმში არ უნდა გადავიყვანოთ, მასთან ბრძოლაში ისევ აქტიურები უნდა ვიყოთ. 100-ჯერ მეტად გააფთრებული უნდა ვიყოთ, რომ ვირუსმა ჩვენს ქვეყანაში ენდემური მიმდინარეობა არ მიიღოს “, - აღნიშნა რატიანმა. covid19 ვირუსი სეზონური tbilisidaily