ეპიდვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში
Zugdidi Daily
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid19-ის 274 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
•კორონავირუსით ინფიცირებულია - 147 636
•გამოჯანმრთელებულია - 124 568
•გარდაცვლილია - 1 387
•კარანტინის რეჟიმში რჩება - 1 974
•კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 867
•სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 561
•მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიაბები
#კორონაივირუსი
#სამეგრელო
#zugdididaily