"იმოქმედე" - ბათუმის მერიის შენობასა და კოლონადებზე წარწერები გამოჩნდა 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

დღეს დილით ბათუმის მერიის შენობის კედლებზედა ასევე ცენტრალური პარკის შესასვლელთან კოლონადებზე წარწერები გამოჩნდა - #იმოქმედე! წარწერა წითელი საღებავითააშესრულებული. ვინ დაწერა აღნიშნული ფრაზა ჯერჯერობით უცნობია. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის მერიას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ საკითხს არკვევენ. ვაზუსტებთ, ასევე შევიდა თუ არა შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში. ბათუმის მერიის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.