კახეთში სწრაფი ტესტით კოორონავირუსი კიდევ სამ მედიკოსს დაუდასტურდა

Mediamall

კახეთში სწრაფი ტესტებით კიდევ სამ მედიკოსს დაუდასტურდა, თუმცა ეს უნდა გადამოწმდეს PSR ტესტით, რაც ოქროს სტანდარტია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხდა. მისი თქმით, ინფიცირებული ექიმის კონტაქტების რაოდენობა 140-მდე გაიზარდა. „თითქმის ყველა შემოწმებულია. თუმცა კიდევ გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა. ჯერჯერობით არცერთ კონტაქტს საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნება“, - აცხადებს ნელი ხიზანიშვილი. დღეს კახეთში პირველი ინფიცირებული გამოვლინდა. კოვიდინფიცირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი. დღეს კახეთში პირველი ინფიცირებული გამოვლინდა. კოვიდინფიცირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი.