ახალგაზრდული პროექტის პრეზენტაცია Mego ბარში.

Zugdidi Daily

ზუგდიდში, "Mego ბარში" პროექტის "რეგიონის ახალგაზრდები-მაღალი კომპეტენციებით" პრეზენტაცია გაიმართა. პროექტს ედუარდ ფარცვანია ხელმძღვანელობდა. ის ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს : "პროექტის საინფორმაციო შეხვედრები დღეს დასრულდა ზუგდიდში. მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები გვქონდა სამეგრელოს რვავე მუნიციპალიტეტში, სადაც შევხვდით ახალგაზრდებს და ადგილობრივ თვითმმართველობებს გავაცანით პროექტის მიზნები და სამოქმედო გეგმები. ველოდები მაღალ გამოხმაურებას რეგიონის ახალგაზრდებისგან. ამ პროექტისგან, ვფიქრობთ, პირველ რიგში ისინი აქტიური მოქალაქეობისთვის საჭირო კომპეტენციებს შეიძენენ." “Mego ბარში” გამართულ ღონისძიებას ახალგაზრდები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტი ახალგაზრდობის სააგენტოს 2020 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. #ზუგდიდი #megobar #პროექტი #ღონისძიება #არასამთავრებოორგანიზაციები #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com