რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები აშშ-ის ხუთ შტატში მართავენ შიდაპარტიულ არჩევნებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
4 აგვისტოს რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები აშშ-ის ხუთ შტატში მართავენ შიდაპარტიულ არჩევნებს აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოების არჩევნებისთვის.
პრაიმერისი მიჩიგანში, კანზასში, არიზონაში, მისურისა და ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ვაშინგტონის შტატში „სცენის შემამზადებლად“ განიხილება ნოემბრის საპრეზიდენტო და საკანომდებლო არჩევნებისთვის.
სამშაბათს აირჩევენ ასევე რესპუბლიკელ და დემოკრატ კანდიდატებს შტატების დონის თანამდებობებისა და შტატების საკანომდებლო ორგანოებისთვის.
კენჭისყრაში მონაწილეობენ ასევე ორივე პარტიის უკიდურესი ფრთების წარმომადგენლები. მათ შორის არიან კონგრესის დემოკრატი წევრი რაშიდა ტლაიბი მიჩიგანის შტატიდან და კრის კობაჩი, კონსერვატორი რესპუბლიკელი და კანზასის შტატის ყოფილი სახელმწიფო მდივანი.
კობაჩმა მიანიშნა, რომ ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერით სარგებლობს. ტლაიბი, რომელიც აშშ-ის კონგრესში ერთ-ერთი პირველი მუსლიმი ქალია, ხელახლა არჩევისთვის იბრძვის საარჩევნო ოლქში, რომელიც მიჩიგანის უდიდეს ქალაქს, დეტროიტს და მის გარშემო რეგიონს მოიცავს. მის კანდიდატურას მხარს უჭერენ ბერნი სანდერსი, რომელიც ადრე აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის იბრძოდა, და კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30765503.html
#ახალი_ამბები
#twitter