რუსეთმა დრონებით შეუტია უკრაინის რამდენიმე ოლქს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის სამხედრო ძალებმა, გასულ ღამით, უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში უკრაინის დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის და ხარკოვის ოლქებზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის ოლქში ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის 5 უპილოტო საფრენი აპარატი, სავარაუდოდ, ირანული Shahed-ი. დრონების ჩამოგდების შესახებ იუწყება ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაც, თუმცა, დეტალებს ჯერჯერობით არ აკონკრეტებს. უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა 28 დეკემბერს განაცხადა, რომ სექტემბრიდან უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის 850 რაკეტა და დრონი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს მონაცემებით, რუსეთმა ირანისგან შეიძინა საერთო ჯამში, 1700 უპილოტო საფრენი აპარატი და 24 დეკემბრის მდგომარეობით, დაახლოებით 540 გამოიყენა. https://www.radiotavisupleba.ge/a/32198171.html

Source: radiotavisupleba.ge