200-ლარიანი დახმარება საბანკო ვალდებულებების გადახდას არ მოხმარდება - გახარია
Pirveliradio Ge
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, კრიზისული სიტუაციის განვითარებასთან დაკავშირებით და მასთან თანმიმდევრობით, სახელმწიფო ატარებს რიოგორც ვირუსთან ბრძოლის, ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარების კონკრეტულ ღონისძიებებს და ქმედით ნაბიჯებს, რაც პირდაპირ ჩანს ვირუსის გავრცელებისა დ რისკების მართვით. მოეგხსენებათ, სულ რამდენიმე ხნის წინ გამოვაცხადეთ 18 წლამდე ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მოიცავს თითოეულ ბავშვზე 18 წლამდე 200 ლარიან დახმარებას, თუმცა აქ იყო გარკვეული ტექნიკური შესაძლო პრობლემები, რომლებიც ჩვენ მოვაგვარეთ. გუშინ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან და მათთან საუბრის შემდეგ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, სოციალური დანარიცხი, რომლესაც მიიღებენ მოქალაქეები, ოჯახები, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება საბანკო ვალდებულებების აღსასრულებლად მიმართული. ასე რომ, უბრალოდ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საბანკო სესხი, ეს თანხა ვერ იქნება და არ იქნება გამოყენებული სესხის დასაფარად. ავტომატურად ბანკი ამ თანხას ვერ ჩამოაჭრის, ისევე როგორც კანონმდებლობის შესაბამისად, არც ერთი სხვა აღსრულების მექანიზმი ამ სოციალურ დახმარებას არ შეეხება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.