აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ხვალ გაიმართება 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა ხვალ შეიკრიბება. სხდომა 15 დეკემბერს, 12 საათზეა ჩანიშნული. ამის შესახებ განკარგულებასაქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამოსცა. აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 მანდატიდან უმრავლესობა ''ქართულმა ოცნებამ'' აიღო, ახალ შემადგენლობაში 7 დეპუტატის ყავს ოპოზიციას, თუმცა ცნობილია, რომ ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან და მანდატებზე უარს აცხადებენ.