გვარამია-სამარცხვინოა, ადამიანს ეგონოს, რომ 21-ე საუკუნეში პოლიტიკაში დიპლომატია გადამწყვეტია

Tbilisi Daily

ეს არის პოსტკოლონიური კომპლექსი, ასეთი კომპლექსი საბჭოთა ადამიანებს ახასიათებთ. აშშ ჩვენი კოლონია არასდროს ყოფილა. სასაცილო და სამარცხვინოა, ადამიანს ეგონოს, რომ 21-ე საუკუნეში პოლიტიკაში დიპლომატია გადამწყვეტია. ეს არის სამარცხვინო. დიპლომატია XIX საუკუნის პროდუქტია და XX საუკუნეში, საბჭოთა კავშირის დაშლით, მისი მწვერვალები დაპყრობილ იქნა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორმა და დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ ფასილიტატორი ელჩების შეფასებისას განაცხადა. „საჯარო და სახალხო პოლიტიკა არის მთავარი ტექნოლოგიური იარაღი ყველა ქვეყანაში - აშშ-ით დაწყებული, უმცირესი ევროპული დემოკრატიით დამთავრებული. ის, რომ „დიდი ძმის“ აღქმა გქონდეს აშშ-ის ელჩის მიმართ, ეს უკვე შეურაცხმყოფელია საკუთრივ იმ სახელმწიფოსი, რომლის ელჩზეც ვლაპარაკობთ, რადგან ესაა სსრკ-ში ნაცხოვრები ადამიანების პოსტკოლონიური კომპლექსის სინდრომი. არასდროს არავინ არაა აპრიორი მართალი, არც აშშ-ის ელჩი, არც აშშ-ის პრეზიდენტი. დიდი ბოდიში, მაგრამ ქვეყანა სადაც ტრამპი იყო პრეზიდენტი, რომელსაც ტვიტებს უბლოკავს ამერიკული სოციალური ქსელი Twitter-ი... არგუმენტი, რომ ელჩი ასეთია და ასე ფიქრობს, ეს ელჩის საწინააღმდეგო არგუმენტია და არა თქვენი პოზიციის. ჩემი აზრი არის ასეთი, ზოგადად, მახასიათებს ასეთი აზრები და ტაბუ არ ვიცი. სტრასბურგის სასამართლო რომ გავაკრიტიკე, თავს დამესხნენ, როგორ აკრიტიკებ ევროპულ ინსტიტუციებსო. სასამართლო, რომელმაც ცნობილი ევროპული დემოკრატიების მედროშეების, აზერბაიჯანის, ლატვიის, ალბანეთისა და ამგვარი მოსამართლეებისგან შემდგარმა კოლეგიამ, კიდევ, ლადო ჭანტურიასგან, ცნობილი მედროშისგან... ვიცი, რისი მედროშისაც... აი, ამ კოლეგიამ რომ „რუსთავი 2“ წამართვა, თურმე, ევროპული სასამართლოს გაკრიტიკება არ შეიძლებოდა იმიტომ, რომ ევროპას ურტყამს. ევროპასა და აშშ-ს ურტყამს ელჩების, სასამართლოებისა და ა.შ. ცუდი, არასწორი, ანტიქართული პოზიციები“ - თქვა ნიკა გვარამიამ. 8 დეკემბერს, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი შეთანხმების გარეშე დასრულდა.