რუისის მაცხოვრებლებმა ამერიკის ელჩს წერილი გადასცეს

Gori Daily

დღეს გორში, ამერიკის ელჩის - კელი დეგნანის ვიზიტს საპროტესტო პლაკატით დახვდნენ, სოფელ რუისის მაცხორებლები, რომლებიც ქარელის მერის ზაზა გულიაშვილის მიერ, სოფელ რუისში მდებარე სტადიონის რუსულ კომპანიაზე გაყიდვას აპროტესტებენ. აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად, რუისის მცხოვრებლები გორში სპეციალურად ჩამოვიდნენ, რათა მიეწოდებინათ ინფორმაცია, რომ ქარელის მერი ამ პროტესტის გამო ავიწროვებს, "მიუხედავად იმის, რომ სასამართლო პროცესი მოვიგეთ, ზაზა გულიაშვილმა მონახა გზა რომ აღნიშნული მიწის ფართობი სადაც მდებარეობს სოფლის სტადიონი, მაინც მიყიდოს რუსულ კომპანიას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მცხოვრებლებს ჰქონდეთ სპორტული მოედანი და აგრეთვე დაუშვებლად მიგვაჩნია რომ იგი რუსულ კომპანიას გადაეცეს. სამწუხაროდ ამ პროტესტის გამო, ქარელის მერი ჩვენს შევიწროვებას ახდენს, რაც მაგალითად იმაში გამოიხატა, რომ მე სამსახური დამატოვებინეს საქართველოს ფოსტაში.", - განაცხადა აქციის ერთ ერთმა მონაწილე, ანი ბალიაშვილმა. საბოლოოდ, საკითხისადმი ინტერესი გამოხატა საელჩომ და აქციის მონაწილეებმა, მათ აუხსნენ საქმის ვითარება და აგრეთვე გადასცეს წერილი, რომელშიც დეტალურად იყო ასახული სტადიონის გარშემო არსებული სიტუაცია. #აქცია #ქარელი goridaily