3 დაინფიცირებული, 16 გამოჯანმრთელებული
Tbilisi Daily
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 16 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 738 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 573 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში 3 076 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 250.