"ჩემმა დაცვამ შეამჩნია, რომ თვალთვალი მიმდინარეობდა" - გაბუნია

Pirveliradio Ge

მე თვითონ ინფორმაციას არ ვფლობდი ამის შესახებ, მაგრამ ჩემმა დაცვამ შეამჩნია, რომ თვალთვალი ჩემზე მიმდინარეობდა - გიორგი გაბუნია მასზე დაგეგმილ თავდასხმასთან და შეკვეთილ მკველობასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. "დაცვამ ყურადღება გაამახვილა და ამის გამო მოხდა კიდეც დაცვის გაძლიერება. ორ წელიწადზე მეტია, რაც დაცვა მყავდა, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კადიროვს არც დაუმალავს და ჩემი გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ ვინმე სადმე შემხვდებოდა და რამე დამემართებოდა," - ამბობს გიორგი გაბუნია. შეგახსენებთ, რომ გახმაურებული სპეცოპერაცია თბილისში, პარასკევს ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარდა. "დრიმ თაუნის" საცხოვრებელ კომპლექსში, დროებითი საცხოვრებელი ბინიდან სუს-მა 40 წლამდე ასაკის მამაკაცი აიყვანა. აჰმედის სახელით ცნობილი მამაკაცი რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბიკოვი აღმოჩნდა, რომელიც თბილისში სპეციალური დავალებით იყო ჩამოსული. http://pirveliradio.ge/?newsid=145588