0
?? გამარჯობა გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა, ამჯერად BTU-ს სტუდენტებთან??‍???‍? მინდა ავღნიშნო, რომ BTU განსხვავდება სტარტაპების ხარისხით და როგორც ჩანს განათლების ხარისხიც მაღალი აქვთ, რაც არ შეიძლება არ მახარებდეს??? მომხსენებლებმა წარადგინეს 20 პროექტი, რომლებიდანაც 4 სტარტაპი გამოაცხადდა გამარჯვებულად SPARK-ის მიერ, რომლებსაც მიეცემათ ყველა საჭირო რესურსი, რაც საჭიროა სტარტაპის რეალურ საქმედ გადაქცევისთვის. ასევე 4 სტარტაპ იდეას გამოვეხმაურეთ მე და სხვა Angel investor-ები და რა თქმა უნდა ასევე გაივლიან SPARK-თან ერთად, იდეის ბიზნეს გეგმამდე მისვლის პროცედურებს, რის შემდეგაც დაიწყება დაფინანსება☝??? P.S. წინა პოსტებში განთავსებულ ინფორმაციას მინდა დავამატო ერთი განცხადება! ველოდები ნებისმიერ ბიზნეს იდეას და ასევე თუ ვინმეს, სჭირდება თავის კვალიფიკაციის ამაღლება, ან თვლის, რომ სათანადოდ ვერ იყენებს თავის კომპეტენციას და გამოცდილებას, შევეცდები დავეხმარო ჩემი რესურსებიდან და კონტაქტებიდან გამომდინარე? P.S.S. თუ ვინმეს აქვს საშუალება ასევე დაკავდეს სტარტაპების დახმარებით და მხარდაჭერით, სიამოვნებით ვითანამშრომლებ და გავუზიარებ ყველა ინფორმაციას✊? მჯერავს, რომ რაც მეტ ახალგაზრდას მიეცემა საქმის კეთების საშუალება, მით უკეთეს მომავალს მივიღებთ, რისი ნათელი მაგალითიც არის @Feedc-ც და სხვა ბევრი საინტერესო პროექტი, რომლებიც ახალგაზრდების დაწყებულია და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია წინ✌???
0