ყარაბაღში ვაჰაგან ჩახალიანი მოკლეს
Tbilisi Daily
მთიან ყარაბაღში, აზერბაიჯანის არმიის კონტრშეტევითი ოპერაციის დროს, ახალქალაქში მცხოვრები ვაჰაგან ჩახალიანი მოკლეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო Haqqin.az იუწყება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩახალიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სომხეთთან შეერთებას უჭერდა მხარს.
ჩახალიანი პირველად 2008 წელს, ჯავახეთში მასობრივი არეულობისა და იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით დაიჭირეს, თუმცა 2013 წელს ის ციხიდან ამნისტიით გათავისუფლდა. მიმდინარე წლის 15 მაისს “ერთიანი ჯავახეთის” ხელმძღვანელი სომხეთში დააკავეს.