საქართველოში კორონავირუსის 1006 ახალი შემთხვევა დადასტურდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 25 პაციენტი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 17 349 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1006 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 1050-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 254 822 შემთხვევა. მათგან 244 446 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3096 ადამიანი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31069213.html
#ახალი_ამბები
#twitter
#covid19_-_ახალი_ამბები