"გვქონდა მოლოდინი, რომ ივანიშვილი ამას იკადრებდა, მაგრამ ამდენს არა.."

Batumi Daily

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატმა ბათუმის ოლქში, არმაზ ახვლედიანმა დღეს რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" ბათუმში არჩევნების მიმდინარეობა მიმოიხილა. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ ბათუმში ხალხის დაშინებითა და მანიპულაციებით მიიტაცა 3-4%. "31 ოქტომბერს საქართველოს საზოგადოების დიდ ნაწილს წაერთვა არჩევანის ნორმალურ ვითარებაში გაკეთების შესაძლებლობა და საბოლოო ჯამში ამ ვითარებაში გაკეთებული არჩევანიც წაერთვა. " - განაცხადა მან. არმაზ ახვლედიანის თქმით, იმის მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გაყალბებას შეეცდებოდა აშკარად იყო. „გვქონდა მოლოდინი, რომ ივანიშვილი იკადრებდა, მაგრამ ამდენს არა. შეუძლებლად მიმაჩნდა იმის წარმოდგენა რაც მოხდა ბათუმში. ეს არის დანაშაული, მაგრამ ის, რაც ამჯერად ივანიშვილმა გააკეთა არის ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ნების გადახაზვა უბრალოდ. უბრალოდ აიღო და თამარ ჟვანიასთან ერთად, მის დაჯგუფებასთან ერთად, ამ ბატონებმა მიიტაცეს ძალაუფლება და ახლა უნდათ, რომ ოპოზიციამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ ამაზე თანხმობა მისცეს, დაამოწმოს ეს. როგორ შეიძლება რომ აქ ჩვენ მწვანე ავუნთოთ "ქართულ ოცნებას", რომელმაც წინა წლების განმავლობაში უბრალოდ გაგვიუქმა საქართველოში დემოკრატია“ - დაამატა არმაზ ახვლედიანმა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში