სიახლეები ზუგდიდში კორონავირუსის პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით

Zugdidi Daily

სიახლეები ზუგდიდში კორონავირუსის პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო, ინფექციურ საავადმყოფოს ახალი ბოქსირებული ბლოკები დაემატა. არსებულ ერთ ბოქსირებულ პალატას დაემატა შვიდი ბოქსირებული პალატა. ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო საჭიროების შემთხვევაში, მზაობას გამოხატავს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაიკეტა რეგიონში არსებული კაფე-რესტორნები, სპორტული დარბაზები, სილამაზის სალონები, ელექტრო ტექნიკის მაღაზიები. აკრძალულია შიდა სამარშუტო მიკროავტობუსები. სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთში არებულ ყველა სკოლაში, სპორტულ დარბაზებში. ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში. #ზუგდიდი #სამეგრელოზემოსვანეთი #ინფექციურისაავადმყოფო #ბოქსირებულიბლოკები #კაფერესტორნები #სპორტულიდარბაზები #საზოგადოებრივიტრანსპორტი #zugdididaily