0
Feedc Official
ძალიან კარგი იქნება თუ დაემატება სხვა ქალაქში დაპოსტვის ფუნქცია. თუ რაიმე კითხვა გამიჩნდა, მაგალითად, დავაპირე იქ გამგზავრება, ეს ფუნქცია საშუალებას მომცემს რჩევები მივიღო ადგილობრივებისგან. რადგანაც მნიშვნელოვანია ადგილობრივების პოსტები 1) ჩემს პოსტს უნდა ჰქონდეს რაიმე ნიშანი რომ შესაძლებელი იყოს განსხვავება ადგილობრივი პოსტებისგან 2) იმისათვის, რომ არ გადაიტვირთოს კედელი არაადგილობრივი პოსტებით შეიძლება შეეზღუდოს არაადგილობრივს პოსტების რაოდენობა. მაგალითად, ყველა სხვა ქალაქში დღეში მხოლოდ ერთხელ შეეძლოს დაპოსტვა. თქვენ რას ფიქრობთ?საინტერესოა თითოეული თქვენგანის აზრი :)))
0