დისკრიმინაციის მხრივ, რა ცვლილებები შედის კოდექსში?

1
🧩 შრომით და წინასახელშეკრულებლო ურთიერთობებში დისკრიმინაციის აკრძალვა: შრომის კოდექსის მიზნებისთვის, დისკრიმინაცია ნიშნავს განზრახ ან გაუფრთხილებლობით, პირის განსხვავებას, გამორიცხვას ან უპირატესობის მინიჭებას ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომის ხელშეკრულების სტატუსის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის ან სხვა ნიშნით... 🗣 ცვლილებების მიხედვით განისაზღვრა და აიკრძალა პირდაპირი ან ირიბი დისკრიმინაცია, შევიწროება სამუშაო ადგილზე (მათ შორის სექსუალური შევიწროება), დამსაქმებლის ნებისმიერი არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს თქვენი ღირსების შელახვას, დაშინებას, მტრული, დამამცირებელი ან შეურაწმყოფელი გარემოს შექმნას; 👩‍💼👨‍💼 დამსაქმებელი ვალდებული ხდება უზრუნველყოს ქალისა და მამაკაცის მიერ შესრულებული თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურების გადახდა; 👩‍⚖ აიკრძალა დასაქმებულისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ან/და მის მიმართ ნებისმიერი უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმრდება იმის გამო, რომ დასაქმებულმა დისკრიმინაციისგან დასაცავად განცხადებით ან საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოს; ❗ დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებულ დავებზე მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.
#შრომისკოდექსისრეფორმა
#შრომითიუფლებები
#შრომა
#ახალიამბები
#პროფკავშირები
#პროფკავშირი
#trade_unions
1