ტენდერი ბათუმელ ექიმებზე დოკუმენტური ფილმის გადასაღებად

Batumi Daily

ბათუმელ ექიმებზე დოკუმენტური ფილმის გადასაღებად აჭარის ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარია გამოყოფილი. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღების ვადა 2020 წლის 18 სექტემბერს ამოიწურა. ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში: "დოკუმენტური ფილმის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 40 წუთს და არ უნდა იყოს 20 წუთზე ნაკლები ; მომსახურებაში უნდა შევიდეს ფილმის გადაღებაზე პასუხისმგებელი პირების [ რეჟისორი, სცენარარისტი, ოპერატორი და ა.შ ] ჩართულობაც. ტენდერის პირობის მიხედვით, ასევე დადგენილია, რომ „სცენარისტის მომსახურებაში იგულისხმება სცენარისტის მიერ ფილმის სცენარის წარმოდგენა სამ გამოჩენილ ბათუმელ ექიმზე ესენია: პლატონ გიგინეიშვილი, გრიგოლ ვოლსკი და ტიმოლეონ ტრიანდაფილიდისი. ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მომსახურება უნდა მოიცავდეს შესაბამისი ტექნიკით, აღჭურვილობით მომსახურებასაც. სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 14 კალენდარული დღეა. ტენდერში გამარჯვებულსა და მათ წევრებს უნდა გააჩნდეთ აღნიშნულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება. დოკუმენტური ფილმის გადაღებას აღნიშნულ სამინისტროს შპს „სივრცე 9“ სთავაზობს. ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა. დღევანდელი კოვიდ ვითარების გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #ბათუმელიექიმები #აჭარისკულტურისსამინისტრო