კურტ კობეინის გიტარა $6 მილიონად გაიყიდა

Tbilisi Daily

ლეგენდარული როკ ჯგუფის „ნირვანას“ ლიდერის, კურტ კობეინის აკუსტიკური გიტარა ბევერლი ჰილსში, Julienʼs-ის აუქციონზე $6,01 მილიონად გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ 1993 წელს მუსიკოსი ზუსტად ამ გიტარაზე უკრავდა, როცა ის კონცერტს მართავდა MTV Unplugged-ის ფარგლებში. აუქციონის სახლის მონაცემებით ეს გიტარისთვის რეკორდული თანხაა. მანამდე ყველაზე ძვირადღირებულად „ფინქ ფლოიდის“ წევრის, დეივიდ გილმორის გიტარა ითვლებოდა, რომელზეც ის Dark Side of the Moon-ის შესრულებისას უკრავდა, 2019 წელს ინსტურმენტი აუქციონზე $3,95 მილიონად გაიყიდა. რაც შეეხება კურტ კობეინის გიტარის ახალ მფლობელს, ის ავსტრალიური სავაჭრო კომპანიის დამაარსებელი, პიტერ ფრიდმანია, რომელმაც წარმატებას მიკროფონების გაყიდვით მიაღწია.