ახლა არ არის ზეიმის დრო! ახლა მზადების დროა!-ჯანმოს მაღალჩინოსანი 9მაისის აღნიშვნაზე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143017 ახლა არ არის ზეიმის დრო! ახლა მზადების დროა! -ასე მიმართავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალჩინოსანი ევროპის ქვეყნებს, ფაშიზმე გამარჯვების დღის ღონისძიების გადადების თაობაზე. „ახლა არ არის ზეიმის დრო! ახლა მზადების დროა! მოდის ძალიან მნიშვნელოვანი დღე - „გამარჯვების დღე“ – 9 მაისი. მსურს შევაქო ის მთავრობები, რომლებმაც მიიღეს ძალიან გაბედული გადაწყვეტილება - გადაედოთ ან შეეცვალათ გამარჯვების დღის აღნიშვნა, აღლუმები. მათ ნამდვილად დააყენეს ჯანმრთელობა ყველაფერზე მაღლა. ამ უწყებაში დიდი პატივისცემით ვუდგებით ამ ისტორიულ თარიღს, მაგრამ ახლა ნამდვილად არის დრო ალტერნატიული გადაწყვეტილებებისთვის, რომ საფრთხე არ შევუქმნათ ადამიანების სიცოცხლეს“-განაცხადა ჰანს კლუგემ.