გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა

Pirveliradio Ge

ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შიზღუდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მოძრაობა იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისთვის, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.