შსს განცხადებას აქვეყნებს ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შესახებ
Zugdidi Daily
შსს გორში მომხდარ ავტოავარიას გამოეხმაურა. გამოძიება დაიწყო ავტოავარიის ფაქტზე, რომელსაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შსს-ს პირველადი ინფორმაციით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, 11-მა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.
„2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.“
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#შსს
#zugdididaily
#გორი
#ზუგდიდი
#ავარია