Covid19-ის ახალი შემთხვევები შიდა ქართლში
Gori Daily
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 342 აჭარიდანაა. კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობამ 70-ს გადააჭარბა.
დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლის მასშტაბით კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო მონაცემებით საქართელოში კორონავირუსით ინფიცირებულების გარდაცვლილთა რაოდენობას 11 დაემატა და სულ ეს რიცხვი 124-ს შეადგენს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი 7 613-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში გუშინ კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან, 366 თბილისში გამოვლინდა. კიდევ 4 პაციენტი კი გარდაიცვალა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#კორონავირუსი
#შიდაქართლი
#ახალიამბები
#გორი
#goridaily