კორონავირუსის ახალი შემთხვევა იმერეთში
Tbilisi Daily
დაინფიცირებულია 60 წლის გორელი მამაკაცი,რომელსაც პოლონეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ბოლო ორი კვირის განმავლობაში საირმეს საკარანტინო ზონაში იმყოფებოდა.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ რომ 60 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობას იკვლევენ, სამედიცინო დაწესებულებაში ის დღეს დილით გადაიყვანეს. უფრო მეტი დეტალი მისი მდგომარეობის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამ დროისთვის ქუთაისის ინფექხიურ საავადმყოფოში სამი კოვიდინფიცირებული მკურნალობს.