ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 დოლარი გაყიდა
Tbilisi Daily
ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმად, დღეს აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა.
„2020 წლის 16 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1546 შეადგინა”,-აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.