ტრაგედია ხობში – 30 წლის ქალი კლინიკაში გადაყვანამდე გარდაიცვალა
Zugdidi Daily
ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ საკიჯაოს მკვიდრი,
30 წლის ქალი,
ელისო ლომაია კორონავირუსით
გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის ოჯახი წევრები ამბობენ, ქალს კოვიდინფექციისთვის
დამახასიათებელი ნიშნები ერთი კვირის წინ აღმოაჩნდა.
აქვე ირკვევა, რომ სპაზმის დროს ახალგაზრდა ქალი კომაში ჩავარდა. გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ორსაათნახევარი დააგვიანეს. ქალი ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ - კლინიკაში გადაყვანა ვერ მოესწრო.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდა ქალს მოხუცი დედა და ბიძა დარჩა.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#კორონავირუსი
#სამეგრელო
#zugdididaily
ფოტო: Prime Time