ფრანგი მოგზაურის ისტორიული სახლი დღეს

Batumi Daily

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში "ქვედა პარკის" განყოფილებაში, ფრანგი მოგზაურის დ'ალფონსის სახლი დღემდე გადმოჰყურებს სიმწვანეში ჩაკარგულ ადგილებს. მიხეილ დ'ალფონსი, ვიცით, რომ ბათუმის ძველი ბულვარის პორველი მებაღე-დეკორატორი იყო. მართალია, ძველებური იერსახე და სიდიადე სახლს შენარჩუნებული არა აქვს, მაგრამ მისი ნახვა მაინც საინტერესოა. მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის ივლისში მიენიჭა და როგორც ადმინისტრაციაში გვითხრეს, მისი რესტავრაციის გეგმები პანდემიის გამო დროებით გადაიდო. ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი თანამშრომლის ინფორმაციით, ეს სახლი თურმე შემდეგ ლავრენტი ბერიას დაჩაც ყოფილა. #დალფონსი #ბოტანიკურიბაღი #ისტორია #ძველისახლი #batumidaily