რას გეგმავენ ანაკლიის კუნძულზე ნუცა კუხიანიძე და მისი ქმარი
Tbilisi Daily
მსახიობი ნუცა კუხიანიძე ქმართან, დიჯეი ბაჩო ჩალაძესთან ერთად ანაკლიაში სამდღიან ივენთს აწყობს. Lisi Island-ი 21-22 და 23 აგვისტოს ანაკლიის პატარა კუნძულზე კეთდება. როგორც მსახიობი “პრაიმტაიმთან” საუბრისას აცხადებს, ეს იქნება უწყვეტი ივენთი, რომელზეც 24 დიჯეი, 60 საათის მანძილზე, ერთმანეთს შეუჩერებლად შეცვლის. გაჟღერდება ელექტრონული მუსიკა და ამ მიმდინარეობის ლაივები.ნუცა კუხიანიძე: – ეს კუნძული განსაკუთრებული და ჯადოსნური ადგილია ანაკლიაში. ამ სიცხეში უცებ ძალიან განსხვავებულ გარემოში ხვდები, გარშემო ზღვაა და კუნძულზე – ტყე. “ჯემფესტისა” და “ექოვევივის” დროს ეს კუნძული შემჩნეული იყო, ბაჩოც უკრავდა აქ. თუმცა ამ ფორმატით ეს ადგილი ათვისებული არ ყოფილა.
ბაჩოს ჰქონდა ფესტივალი “ლისი ვუდი” და მის საპატივცემულოდ ვაკეთებთ ივენთს – “ლისი აილენდი”.
დიჯეები თავიანთი ლაივებით, დღის მონაკვეთებში, თემატურად იქნებიან გადანაწილებულნი. არტისტები ბაჩომ და მისმა მეგობარმა დიჯეებმა შეარჩიეს (ვინც ორგანიზებაში გვეხმარებიან). სამწუხაროდ, ჩვენს პირველ ივენთში ყველა არტისტი ვერ მოხვდა, თუმცა იმედია, რომ “ლისი აილენდი” მომავალ წელსაც ჩატარდება და სხვებიც ეტაპობრივად შეძლებენ მასში მონაწილეობას.კუნძული ათვისებულია ივენთისთვის. აქ არის კაფეები, ბარები, საცეკვაო მოედანი, ჰამაკები… კუნძული ბევრად მეტ ადამიანს იტევს, თუმცა ჩვენ რეგულაციებიდან გამომდინარე, შედარებით შეზღუდული რაოდენობით ვგეგმავთ ივენთს. დიდი მოთხოვნაა და ჯერჯერობით კარგად მიდის ბილეთების გაყიდვის თემა.
რაც შეეხება შემსრულებელთა სიას, ასე გამოიყურება: LINE UP: YVES • NICOLE • ZITTO (Bassiani) • NDRX (Bassiani) • KANCHELI (Bassiani) • IKA (Small Moves) • ZURKIN (Vodkast) • VAKHO (Vodkast) • JD J (Vodkast) • NATALIE BERIDZE live • NIKAKOI live • NAKASHIDZE live (Tessaract) • GIO SHENGELIA • A.TABUKASHVILI • NEWA (Bassiani) • BOYD SCHIDT (Khidi) • JORJICK • NUJI • BERO • KORDZ live • COBERT live (Tessaract) • PASHA • NIKA J • TOMMA • BACHO
სამდღიან სათავგადასავლო ივენთზე დასწრება შესაძლებელია 21 წლის ზემოთ. ადგილზე დაცული იქნება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ყველა ნორმა და წესი.