ამ ეტაპზე არ არის მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის დახურვის შესახებ - კალაძე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=139492
ამ ეტაპზე არ არის მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის დახურვის შესახებ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
"ამ ეტაპზე არ არის მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის დახურვის შესახებ, თუმცა მიმდინარეობს მსჯელობა ყოველდღიურად, ვაკვირდებით მდგომარეობას. თუ ამის საჭიროება იქნება და გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც დაიხურება", - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აკრძალულია.