ევროპაში მოგზაურობის ახალი წესები ამოქმედდა 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ევროკავშირის ქვეყნები, პანდემიის პირობებში, მოგზაურობის ახალი წესებითა და ე.წ. „გაიდლაინით“ იხელმძღვანელებენ, - ინფორმაციას ამის შესახებ France24 წერს. ახალი მითითებები მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობასა დაკორონავირუსისპანდემიის შემდგომი გართულებების თავიდან აცილებას. მათი გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს არ შეეზღუდებათ მწვანე ზონებში გადაადგილება, თუმცა ადგილობრივ მთავრობებს აქვთ უფლება, ქვეყნის ფარგლებში, დააწესონ განსხვავებული შეზღუდვები. ახალი სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, რეგიონს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ 14-დღიანი მაჩვენებლების მიხედვით, 100 ათას მოსახლეზე, ინფიცირების მაჩვენებელი 25-ზე ნაკლები, ხოლოტესტირებულადამიანთა ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება. „კორონავირუსისპანდემიამჩვენი ყოველდღიურობა მრავალი თვალსაზრისით დააზიანა. სამოგზაურო შეზღუდვებმა ჩვენს ზოგიერთ მოქალაქეს გაურთულა სამუშაოდ, სასწავლებლად ან ახლობლების მოსანახულებლად გადაადგილება. ჩვენი მოვალეობაა, უზრუნველვყოთ კოორდინაცია ნებისმიერი ზომისა და თავისუფალი გადაადგილების შესახებ. ამასთან - ჩვენი მოქალაქეების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა სჭირდებათ მოგზაურობის დროს“ - აცხადებს გერმანიის სახელმწიფო მინისტრი, მიშელ როტი.