რატომ თქვეს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების დაცვაზე ადვოკატებმა უარი
Tbilisi Daily
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეებს ის ადვოკატები, ვინც დღემდე იცავედნენ აღარ დაიცავენ.
უარის თქმის მიზეზს ადვოკატები მოგვიანებით განმარტავენ, ამ ეტაპისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ისინი სპორტსმენებს აღარ დაიცავენ. ადვოკატებს გუშინ 18:00 საათზე “მედიაცენტრ მთავარში” პრესკონფერენცია უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა, როგორც ალექსანდრე კობაიძემ "მედიაცენტრ მთავარს" განუცხადა, აღნიშნული მიზეზით ისინი პრესკონფერენციას ვერ გამართავენ.
ალექსანდრე კობაიძე, ვასილ მამულაშვილი და ბექა ნესმიწვერიძე, მორაგბებების ინტერესებს გიორგი შაქარაშვილის საქმეში პირველივე დღიდაან იცავდნენ.
წყარო: მედიაცენტრი მთავარი