აჭარაში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა - 181
Tbilisi Daily
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 181 კოვიდდადებითი პაციენტი გამოჯანმრთელდა. დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 172 ახალი შემთხვევა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა ორი პაციენტი.
აჭარაში ამ ეტაპზე Covid კლინიკებში - 533 პაციენტი, 13 არასრულწლოვანი, 24 ორსული მკურნალობს.
რეანიმაციაში მოთავსებულია - 48 პაციენტი. თავისუფალი საწოლების რაოდენობაა 105.
Covid სასტუმროებში - 911 ადამიანია, მათგან არასრულწლოვანია - 93.
აჭარაში ბინაზე 1000-მდე ადამიანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს.
68 წლის კაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 27 სექტემბერს მოთავსდა. დიაგნოზი: COVID -19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა იყო. თანმხლები დაავადებები კი გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, წინაგულთა ფიბრილაცია.
რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, 51 წლის კაცი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 8 ოქტომბერს, დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, ჰიდროთორაქსი იყო.
თანმხმლები დაავადებები: არტერიული ჰიპერტენზია, მიტრალური სარქვლის კრიტიკული და აორტის სარქვლის პირველი ხარისხის ნაკლაოვანება, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება.
ახალი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსი 523 ადამიანს დაუდასტურდა, 208 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა დღიური რაოდენობით, თბილისმა აჭარას გადაასწრო.