ავტობუსი ტბაში გადავარდა, გარდაიცვალა 21 ადამიანი

Tbilisi Daily

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ავტობუსი ტბაში გადავარდა. გარდაიცვალა 21 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა 15 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტობუსის მგზავრებს შორის სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ავარიის მიზეზი. ინციდენტი გუიჯოუს პროვინციაში მოხდა.