რატომ გააძევა რუსეთმა ავსტრიელი დიპლომატი
Tbilisi Daily
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსი დიპლომატის გაძევების გამო მოსკოვში ავსტრიის საელჩოს საპროტესტო ნოტა გაუგზავნეს.
როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, მოსკოვმა საპასუხო ზომა მიიღო და ერთ-ერთი ავსტრილი დიპლომატი პესრონა ნონ გრატად გამოაცხადა.
მანამდე რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება ავსტრიამ მიიღო.
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსი დიპლომატის ქმედებები დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება.
„შემიძლია დავადასტურო, რომ რუსი დიპლომატი გაძევებული იქნება. მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას“, - განაცხადა ავსტრიის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ადგილობრივი გამოცემა Kronen Zeitung-ის ინფორმაციით, საქმე ეხება ერთ-ერთ მაღალტექნოლოგიურ კომპანიას, საიდანაც რუსი დიპლომატი ინფორმაციის მიღებას ავსტრიის მოქალაქის დახმარებით ცდილობდა.
#ახალიამბები