Nokia ევროკავშირის დაფინანსებით 6G-ის ტექნოლოგიას განავითარებს

Tbilisi Daily

Nokia სათავეში ჩაუდგა კომპანიების ჯგუფს, რომელიც ახალი თაობის ტექნოლოგიას 6G-ს განავითარებს. ამის შესახებ Bloomberg წერს. პროექტის სახელწოდებაა Hexa-X-ი და მას ევროკავშირი აფინანსებს. განისაზღვრა, რომ 6G იმუშავებს ტერაჰერცულ სიხშირეზე და კავშირს უზრუნველყოფს. არის მოლოდინი, რომ ტექნოლოგია 2030 წელს ამუშავდება. Bloomberg-ი წერს, რომ 5G ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაშია, თუმცა რიგი ქვეყნები 6G ტექნოლოგიაზე მუშაობენ. ამასთან ანალოგიური პროექტი აშშ-ში აქვს Next G Alliance და O-RAN Alliance-ს. ჩინეთში 6G-ს განვითარებას ხელისუფლება აფინანსებს.