მოსკოვში დააკავეს სერგეი უდალცოვი, „მემარცხენე ფრონტის“ კოორდინატორი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

27 ივლისს მოსკოვში დააკავეს „მემარცხენე ფრონტის“ კოორდინატორი, სერგეი უდალცოვი, რომელიც პოლიციელებმა თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მანქანაში ჩასვეს და ახსნა-განმარტების გარეშე მიიყვანეს ერთ-ერთი რაიონის პოლიციის ქვეგანყოფილებაში. მოგვიანებით თავად უდალცოვმა გაავრცელა ცნობა, რომ „მას ბრალად წაუყენეს არასანქცირებული აქციის ორგანიზება ხაბაროვსკის მოსახლეობის მხარდასაჭერად“. მოსკოვის პოლიციის მთავარი სამმართელვოს პრესცენტრში უდალცოვის დაკავებასთან დაკავშირებით РБК-ს ჟურნალისტს უპასუხეს, რომ ასეთი მიზეზის შესახებ მათთვის უცნობია. რუსეთის მედია წერს, რომ უდალცოვს შესძლოა ადმინისტრაციული პატიმრობა დაემუქროს. მოელიან, რომ უდალცოვის სასამართლო 28 ივლისს გაიმართება.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30753040.html #ახალი_ამბები #twitter