529 მოსწავლეს და მასწავლებელს კორონავირუსი დაუდგინდა

Tbilisi Daily

529 მოსწავლესა და მასწავლებელს კორონავირუსი დაუდგინდა ისრაელში. დაიხურა 193 საგანმანათლებლო დაწესებულება. ამის შესახებ ისრაელის განათლების სამინისტროში განაცხადეს. ქვეყანაში საერთო ჯამში კარანტინის რეჟიმში 26 ათასამდე მოსწავლე და მასწაველებელია. ბოლო მონაცემებით, ისრაელში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 19 121 შემთხვევა დადასტურდა, 15 389 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 301 გარდაიცვალა. Israel