''ფორმულას'' ინფორმაციით, ტელეკომპანიის თანამშრომლებს თავს დაესხნენ
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ტელეკომპანია 'ფორმულას' ინფორმაციით, მათ ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ,ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.
'ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ ტელეკომპანია ფორმულას. კიდევ ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე ფორმულას საშვი ქონის გამო ჩაუმსხვრიეს', - თქვა 'ფორმულას' წამყვანმა ინციდენტზე საუბრის დროს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ფორმულას თანამშრომლებს თავს ესხმიან. 25 თებერვალს თავს დაესხნენ ჟურნალისტვახო სანაიას, რომელსაცტვინის შერყევადაუდასტურდა.
მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
14:00 საათზეტელეკომპანიაში ბრიფინგი ჩაინიშნა.