მდუმარე აქცია აჭარის მთავრობასთან

Batumi Daily

უმუშევრად დარჩენილმა პირებმა აქციები 6 ოქტომბერს დაიწყეს. მათი მოთხოვნები იყო: საბანკო სესხების გადავადება, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა, უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნება და მისი გაზრდას. უმუშევრად დარჩენილები ამბობენ, რომ დღეს ისინი მანამ არ დაიშლებიან, სანამ აჭარის მთავრობისგან საბოლოო პასუხს არ მიიღებენ. გასულ კვირას აჭარის მთავრობის თამჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ მათ პრობლემებს ინდივიდუალურად კვირის ბოლომდე შეისწავლიდა. აჭარის მთავრობასთან ორი ადამიანი შიმშილობს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #საპროტესტოაქცია #ბათუმი #აჭარა #აჭარისმთავრობა