საბავშვო-გასართობი ცენტრები და თეატრები დღეიდან ფუნქციონირებას განაახლებენ
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან თეატრები და საბავშვო გასართობი ცენტრები ფუნქციონირებას განაახლებენ.
აღნიშნულ ობიექტებს, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, თეატრებში ღონისძიებების დროს აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.
საბავშვო-გასართობ ცენტრებში უნდა ჩატარდესშესაბამისი დეზინფექცია, სკრინინგი და ასევე მათდაუწესდათ ზედა ზღვარი არაუმეტეს 40 სტუმრისა.