საფრანგეთის ელჩი: ქართული დემოკრატია ევროპულ უმაღლეს ნორმებსა და სტანდარტებს მიჰყვება
Tbilisi Daily
ყველა პოლიტიკურ ძალას შორის შეთანხმების მიღწევა თამაშის ძირითადი წესების შესახებ არჩევნებამდე ზოგადად აძლიერებს დემოკრატიას. ამიტომ ჩვენ, ყველა, მივესალმეთ ამ შეთანხმებას, როგორც დიდ წარმატებას და ვფიქრობ, რომ ეს არის დიდი სიძლიერის მომტანი საქართველოსთვის“, - ასე აფასებს საფრანგეთის ელჩი 8 მარტის შეთანხმებას და აღნიშნავს, რომ დაეხმარონ საქართველოს, დააკმაყოფილონ უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტები - ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ ჩაერთვნენ დასავლეთის ქვეყნების ელჩები პოლიტიკურ დისკუსიაში ყველა პოლიტიკურ ძალას შორის
„საერთოდ, ჩემი აზრით, დიპლომატები არ არიან და არ უნდა იყვნენ შიდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი. ჩვენ ვართ მეგობრები, მაგრამ დამკვირვებლები გარედან. ერთი რამ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ქართული დემოკრატია მიჰყვება ევროპულ უმაღლეს ნორმებსა და სტანდარტებს. ეს სტანდარტები ვრცელდება არამხოლოდ საარჩევნო პროცესზე, არამედ წინა თვეებში კამპანიის ჩატარების დროს.
ისინი იცავენ პრესის თავისუფლებას და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ ყველა ძირეულ უფლებას. ამ სტანდარტების პატივისცემა ასევე არის ქართული ვალდებულებების ნაწილი, როგორც ეუთოს წევრი და ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა. ეს არის იმის საფუძველი, თუ რას ნიშნავს, იყო ევროპის პარტნიორი და ჩვენ გვჭირდება არანაკლებ ასეთი ქვეყანა ჩვენს სიახლოვეს.
დაეხმარონ საქართველოს, დააკმაყოფილონ უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტები - ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ ჩაერთვნენ დასავლეთის ქვეყნების ელჩები პოლიტიკურ დისკუსიაში ყველა პოლიტიკურ ძალას შორის, რამაც შესაძლებელი გახადა 8 მარტის შეთანხმება.
ყველა პოლიტიკურ ძალას შორის შეთანხმების მიღწევა თამაშის ძირითადი წესების შესახებ არჩევნებამდე ზოგადად აძლიერებს დემოკრატიას. ამიტომ ჩვენ, ყველა, მივესალმეთ ამ შეთანხმებას, როგორც დიდ წარმატებას და ვფიქრობ, რომ ეს არის დიდი სიძლიერის მომტანი საქართველოსთვის.
ამ ყველაფრის პრაქტიკაში დანერგვა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რაც გულისხმობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული ტექსტების მიღებასა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრინციპების დაცვას.
ის ასევე მოიცავს პოლიტიკური მიზნებისთვის მართლმსაჯულების გამოყენების თავიდან აცილებას, რაც, სინამდვილეში, ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის გამოწვევაა. მე ოპტიმისტურად ვუყურებ ამ პროცესს და ვთვლი, რომ შეთანხმება შესრულდება, რამაც არჩევნები უნდა აქციოს საქართველოს წარმატების კიდევ ერთ მაგალითად“, - აცხადებს დიეგო კოლასი ჟურნალ „დიპლომატთან“ ინტერვიუში.