კორონა ვირუსი ყველაზე სწრაფად პირდაპირი მზის სხივით კვდება - აშშ-ის მთავრობის კვლევა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142168
აშშ-ის მთავრობის კვლევის თანახმად, მზის სხივები, მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა კორონავირუსს ასუსტებს.
"ვირუსი ყველაზე სწრაფად პირდაპირი მზის სხივით კვდება", - განაცხადა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დირექტორატის უფროსმა, უილიამ ბრაიანმა.
მისი თქმით, ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ვირუსი ყველაზე უკეთ დახურულ, მშრალ სივრცეში ცოცხლობს და ტემპერატურისა და ტენიანობის მატებასთან, მზის სხივების მოხვედრასთან ერთად ძალას კარგავს.