39%-ით შემცირებული იმპორტი
Tbilisi Daily
წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 28%-ით შემცირდა და 223 მლნ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინზე განაცხადა.
„იმპორტის მაჩვენებელი 39%-ითაა შემცირებული. ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ, რა საკვირველია, გარკვეული გავლენა იქონია საწარმოთა რეგისტრაციის მაჩვენებელზეც. აპრილში საქართველოში სულ 307 საწარმო დარეგისტრირდა. აღნიშნული მაჩვენებელი 93%-ით ჩამორჩება წინა წლის აღნიშნული პერიოდის მაჩვენებელს“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.