დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

Pirveliradio Ge

დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. მგზავრებს ტრანსპორტში რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. მათ შორის მთავარი რეკომენდაციაა, რომ ტრანსპორტის მგზავრებმა ატარონ პირბადე. ცნობისთვის , საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის პანდემიის გამო, საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები 23 მარტს დაწესდა. საქართველოში სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა, საქალაქთაშორისო მოძრაობის აღდგენის მიუხედავად, დღეიდან არ განახლდება. ამის შესახებ მთავრობის 345-ე დადგენილებაშია აღნიშნული. დადგენილების თანახმად, სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა. http://pirveliradio.ge/?newsid=145020