2020 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებისას 17 მოზარდი გარდაიცვალა
Tbilisi Daily
ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა-დაშავებულ მოზარდთა სტატისტიკური მონაცემები: 2020 წელს 0-16 წლამდე 17 მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო დაშავდა - 465. აღნიშნულ ინფორმაციას ორგანიზაცია " Your car seat" თავის ანგარიშში ავრცელებს.
📣2019 წელს 16 წლამდე 19 მოზარდი დაიღუპა, მათ შორის 16 მგზავრი, ხოლო - 3 ქვეითი, დაშავდა 853 მოზარდი. 2018 წელს კი 21 0-16 წლამდე მოზარდი დაიღუპა, დაშავდა - 1012, 2017 წელს კი - 23 მოზარდი დაიღუპა, დაშავდა - 955.
ბრიტანეთის სასამართლომ აშშ-ს ასან...
1609759702
📣2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 3 707 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 337 ადამიანი, დაშავდა 5 004 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 87 ქვეითად მოსიარულე და დაშავდა – 959 ქვეითი, ასევე დაიღუპა 0-16 წლამდე 17, ხოლო დაშავდა 465 მოზარდი.
📣2020 წლის მესამე კვარტალში (ივლისი – სექტემბერი) წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით გარდაცვალების რიცხვი გაიზარდა 18,6 %-ით (113 დაღუპული პირი), ხოლო დაშავებულთა რაოდეობა 7 %-ით (2,176 პირი დაშავდა).
📣ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა მცხეთა-მთიანეთში – 24, თბილისში – 22, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში- 19, შიდა ქართლში -19 პირი.
📣შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი გამომწვევი მიზეზებია შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; დისტანციის დაუცველობა; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.
📣საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5 839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7 921 დაშავდა. 2019 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულ პირთა რაოდენობა 5 %-ით გაიზარდა (22 ადამიანით მეტი დაიღუპა), ხოლო საგზაო შემთხვევები 9,5%-ით, დაშავებულობა კი 12 %-ით შემცირდა.
2
📣შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს 6 452 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 459 ადამიანი, ხოლო დაშავდა - 9 047. 2017 წელს საქართველოში 6 079 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 517, ხოლო დაშავდა - 8 461 ადამიანი.
📣ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა-დაშავებულ მოზარდთა სტატისტიკური მონაცემები კი შემდეგია: 2020 წელს 0-16 წლამდე 17 მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო დაშავდა - 465. 2019 წელს 16 წლამდე 19 მოზარდი დაიღუპა, მათ შორის 16 მგზავრი, ხოლო - 3 ქვეითი, დაშავდა 853 მოზარდი. 2018 წელს კი 21 0-16 წლამდე მოზარდი დაიღუპა, დაშავდა - 1012, 2017 წელს კი - 23 მოზარდი დაიღუპა, დაშავდა - 955.