სანამ მთავრობა არ იტყვის კონკრეტულ თარიღს, 4 მსხვილი ქალაქი დაკეტილი იქნება - მეზვრიშვილი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142365 თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლასა და გამოსვლაზე შეზღუდვა მანამ იმოქმედებს, სანამ მთავრობა კონკრეტულ თარიღს არ დაასახელებს - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. "ხვალიდან მანამ, სანამ მთავრობა არ იტყვის კონკრეტულ თარიღს, ეს ოთხი ქალაქი ისევ იქნენება დაკეტილი ანუ ამ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა იქნება აკრძალული", - განაცხადა ნათია მეზვირშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.